TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისმა ცნობილ ახალგაზრდა მუსიკოსს, სანდრო გეგეჭკორს უმასპინძლა

ქუთაისმა ცნობილ ახალგაზრდა მუსიკოსს, სანდრო გეგეჭკორს უმასპინძლა

ქუთაისმა ცნობილ ახალგაზრდა მუსიკოსს, სანდრო გეგეჭკორს უმასპინძლა

ქუთაისმა ცნობილ ახალგაზრდა მუსიკოსს, სანდრო გეგეჭკორს უმასპინძლა.

 საფორტეპიანო მუსიკის საღამო ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ფილიალში - მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საკონცერტო დარბაზში შედგა.

კონცერტზე შესრულდა ბეთჰოვენის, დე ფაიას, მონსალვაჩესა და ლაღიძის ნაწარმოებები. კონცერტი გაერთიანების მმართველის მოადგილის ბაია კოღუაშვილის პროექტის „ნიჭიერი ახალგაზრდების წარდგენა“ ფარგლებში ჩატარდა. საფორტეპიანო მუსიკის საღამო მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისა და მ. ბალანჩივაძის სახელობის N1 სამუსიკო სკოლის 105 წლის საიუბილეო თარიღებს მიეძღვნა.

ქუთაისში სანდრო გეგეჭკორის სოლო კონცერტის გამართვის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ "ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება" იყო.

სანდრო გეგეჭკორი არის პიანისტთა პრესტიჟული ხუთი საერთაშორისო კონკურსის გრან-პრისა და პირველი პრემიის მფლობელი. ასევე არის მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის არტისტი, მარია კანალსის, ეურეჯიოს, ფოირიხისა და სხვა კონკურსების პრიზიორი, ფორბსის "30 under 30" გამარჯვებული. გამართული აქვს კონცერტები მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ დარბაზებში. ხშირად თანამშრომლობს წამყვან ორკესტრებთან და დირიჟორებთან. ახლახანს სანდრო გეგეჭკორი გახდა მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური სასწავლებლის- "ჯულიარდის სკოლის" მაგისტრის ხარისხის მფლობელი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu