რეკლამა

გორდის საჯარო სკოლის საჯარო მადლობა ხონის მერს

გორდის საჯარო სკოლის საჯარო მადლობა ხონის მერს

ხონის მუნიციალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ სოფელ გორდის საჯარო სკოლის რეგიონული განვითარების ფონდის თეატრალური დასი, რომელმაც  მაკ ჯორჯიას თეატრალურ ფესტივალზე ლიტერატურული კომპოზიცია ,,ესეც ჩვენი სამშობლოა" წარმოადგინა, ტაო - კლარჯეთის  ორდღიანი ექსკურსიით დააჯილდოვა.

"და დასრულდა ჩვენი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში.პირველ რიგში მინდა გითხრათ თუ რამდენად ბედნიერები და ემოციებით დატვირთულნი დავბრუნდით ამ შესანიშნავი კუთხიდან.ჩვენ ვიმოგზაურეთ საქართველოს ისტორიულ კუთხეში და მოვინახულეთ უდიდესი ქართული კულტურის მქონე ძეგლები. აუცილებლად გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მოგზაურობის დაგეგმვაში. ფატი ჩიქოვანი და მანანა გელენიძე, ადამიანები, რომელთა დაწერილმა პროექტმა გორდის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მაკ ჯორჯია აჩუქა.
მაკ ჯორჯია, რომელმაც ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა, გააფერადა და ბედნიერება მოგვანიჭა. მათ გარეშე ეს ყველაფერი უბრალოდ წარმოუდგენელი იქნებოდა. ჩვენი რეჟისორი ბატონი ნიკოლოზ ჯანგავაძე. მისმა დაუღალავმა შრომამ და ძალისხმევამ ამაოდ არ ჩაიარა. ბოლოს, ჩვენი დასის სახელით, უდიდესს მადლობას ვუხდით ხონის მერს, ლადო ჯურხაძეს, რომ მოგვცა შესაძლებლობა გვენახა ისტორიული საქართველოს უძველესი ძეგლები,"-ვკითხულობთ გორდის საჯარო სკოლის ფეისბუქ გვერდზე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები