ძუძუს კიბოსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ჩატარებას მოქალაქეები უფასოდ შეძლებენ
16 მარტიდან, ქვეყნის მასშტაბით, სკრინინგის უფასო აქციები დაიწყო.
მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ ჩაიტარონ ძუძუს კიბოს სკრინინგი, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი, არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევები, და ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის) სკრინინგი.
გამოკვლევები, ადგილზე, თანამედროვე მეთოდებითა და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ჩატარდება.
სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე - მკურნალობის დაფინანსებას. არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.
აქცია რეგიონებში ეტაპობრივად, ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერით ჩატარდება.
სკრინინგის აქციები 15 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მისი მიზანი დაავადების ადრეული აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.
სამედიცინო დაწესებულებებისა და თარიღების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://test.ncdc.ge/Handlers/GetFile.ashx?ID=d9b25d16-2f0c-4658-a7e6-6204ab9a8532





