“ ხმა მივეცი მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, ქუთაისის განვითარებას და ჩვენი ოჯახების მეტ კეთილდღეობას”

შვილებთან
ერთად იმყოფებოდა საარჩევნო უბანზე მმართველი გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატი დავით ერემეიშვილი. მისი თქმით, არჩევნები მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში მიმდინარეობს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა მადლობა გადაუხადა იმ ამომრჩევლებს, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ საარჩევნო უბანზე და თავიანთი მოქალაქეობრივი პოზიცია დააფიქსირეს.
“უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოში დღეს. ოჯახთან ერთად, უკვე გავაკეთე ჩემი არჩევანი და ხმა მივეცი მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, ქუთაისის განვითარებას და ჩვენი ოჯახების მეტ კეთილდღეობას!
მჯერა, ასეთი იქნება ქუთაისელების დიდი უმრავლესობის არჩევანიც და ჩვენ ერთად შევძლებთ უკეთესი ხვალინდელი დღის შექმნას,”-ამბობს დავით ერემეიშვილი.
ამომრჩეველთა აქტივობა მაღალია ქუთაისში. 12 საათის მონაცემებით, ქალაქში გახსნილ 77 საარჩევნო უბანზე 21 847 ამომრჩეველი მივიდა.