TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი კონკურსი მიმდინარეობს

ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი კონკურსი მიმდინარეობს

ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი კონკურსი მიმდინარეობს

ა(ა)იპ “ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ორგანიზებით  და არქიტექტურული კომპანია MA Architects-ის პარტნიორობით ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი კონკურსი „დაიორამა“  მიმდინარეობს (პროექტის ავტორი: გაერთიანების განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი მანანა გვენეტაძე).

კონკურსის მიზანია არქიტექტურული უნარ-ჩვევებით დაჯილდოებული მოსწავლეების აღმოჩენა. მათ დავალებად მიცემული ჰქონდათ საკუთარი ხელით შეექმნათ მაკეტები , თუ როგორი წარმოუდგენიათ ქუთაისის  არქიტექტურული კონცეფცია მომავალში. კონკურსის პირველი ეტაპი - განაცხადების მიღება უკვე დასრულებულია. წარმოდგენილი ნამუშევრების  ფინალურ ეტაპზე პრეზენტაცია მოხდება 14 მაისს, 15:00 საათზე ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში.

 პროექტის მიმდინარეობისას კონკურსანტებს  აქტიურად ხვდებოდა და  პროფესიულ კონსულტაციას უწევდა არქიტექტურული კომპანია MA Architects-ის დამფუძნებელი ვეფხია მხეიძე.

გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონია 26 მაისს, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu