რეკლამა

კულტურის ახალი მინისტრი ქუთაისში იმყოფებოდა

კულტურის ახალი მინისტრი ქუთაისში იმყოფებოდა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თინათინ რუხაძე სამუშაო ვიზიტით ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრს ესტუმრა და მიმდინარე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელ ირინე ლომინაძესა და დირექტორ ზურაბ ოიკაშვილთან ერთად გაეცნო. მინისტრს სამშენებლო პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ტენდერში გამარჯვებული მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებმა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დაიწყო და 2025 წლის დასაწყისში დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა ექნება.

თინათინ რუხაძემ მოინახულა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრიც. მინისტრმა სამხატვრო ხელმძღვანელ გიორგი თავაძესა და დასის წევრებთან შეხვედრისას თეატრის ახლანდელ მდგომარეობაზე, გამოწვევებზე, პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრა და მათ მხარდაჭერა აღუთქვა. 

ქუთაისში სამუშაო ვიზიტით მყოფი კულტურის მინისტრი ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმსაც ესტუმრა. თინათინ რუხაძემ დირექტორის მოადგილე ნონა ქარციძესა და სხვა თანამშრომლებთან ერთად მუზეუმის უნიკალური კოლექცია დაათვალიერა და ორგანიზაციის საჭიროებებს გაეცნო.


ტეგები:

Facebook - კომენტარები