ონში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს
ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაჭაში საგზაო, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებს ახორციელებს.
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი შონიასთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილზე ეცნობა.
რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მუნიციპალური განვითარების ფონდი ონში საფეხბურთო ტექნიკურ ცენტრს აშენებს. პროექტის ფარგლებში,ონში მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და საჭირო სათავსოები.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.





