ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა

ტიციან ტაბიძის დაბადებიდან 130 წელი გავიდა.
ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, “ცისფერყანწელთა” მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, უნიჭიერსი ადამიანი და დიდი პატრიოტი საბჭოურმა წლებმა იმსხვერპლა, თუმცა ჩვენამდე მოაღწია მისმა ათობით ლექსმა და ჩანაწერმა.
პოეტი ვანის სოფელ ჭყვიშში გაიზარდა.
გამორჩეული იყო გარეგნობოთ და გამორჩეული ცხოვრებით იცხოვრა.
მისი ცხოვრების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ იმ შესანიშნავ ორტომეულში, რომელიც ლიტერატურულმა მუზეუმმა გამოსცა და ხელმისაწვდომია წიგნის მაღაზიებში.
ლამაზ სახლში გაიზარდა ტიციანი, იმ დროისთვის საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან ბევრი საინტერესო ნივთია დაცული სახლ-მუზეუმში რომელიც ყოველი სტრობისას თავიდან და კიდევ განსხვავებულად გვამოგზაურებს პოეტის ცხოვრებაში.
სოფელი ჭყვიში ნამდვილი თავგადასავალია ეთნოტურის მოყვარულთათვის. აქ დღესაც შემორჩენილია მრავალი იმერული ოდა. ჩუქურთმები, მაქმანები, მომრგვალებული თუ სვეტის ფორმები აივნებზე და უძველესი კრამიტის სახურავები ალაგალაგ ხავსი რომ შეპარვიათ შთამბეჭდავია და აუცილებლად სანახავი, მოსაფერებელი და შესანარჩუნებრლია ეს სიმდიდრე, რომელიც ბევრს გვიყვება ჩვენი მხარის არქიტექტურასა და ცხოვრების სტილზე.
ცალკე წარუშლელი ემოციაა ზღურბლზე შემოგებებული, პირმცინარი იმერელი ბებო, რომლისთვისაც ნებისმიერი სტუმარი ღვთთისაა, მერე რა რომ თუნდაც პირველად შეაღეთ მისი ჭიშკარი, მზადაა სუფრა გაგიშალოთ კეთილი გულით თუ კი ესტუმრები...
გელით ჭყვიშში, ესტუმრე ბუმბერაზ პოეტთა სახლებს, შემეცნებით ტურთან ერთად დააგემოვნე იმერული სტუმართმასპინძლობა, ეს ემოცია აუცილებლად უნდა განიცადო ერთხელ სანამ ცოცხალი ხარ..