TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულში ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

ტყიბულში ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

ტყიბულში ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გარდაიცვალა

ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ხელმძღვანელი მადონა ქასრაძე გარდაიცვალა.  ის სამედიცინო სფეროში 45 წლის განმავლობაში საქმიანობდა. 

"ქალბატონი მადონა  45 წელი ემსახურა ტყიბულის  მუნიციპალიტეტსა და მის მოსახლეობას.  ბოლო ორ ათეულ წელზე მეტი ღირსეულად ხელმძღვანელობდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრს. იგი გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა  და  პასუხისმგებლობით, საქმისადმი უაღრესად ერთგული დამოკიდებულებით. 

მადონა ქასრაძის  გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის. სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს,"-ნათქვამია ტყიბულის მერის სამძიმრის წერილში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu