რეკლამა

ლატვიის ქალაქის 770 წლის იუბილეზე ხონელმა მოცეკვავეებმა ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს

ლატვიის ქალაქის 770 წლის იუბილეზე ხონელმა მოცეკვავეებმა ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს

ქალაქ ტუკუმსის (ლატვია) 770 წლის იუბილესა და  ვარდების ფესტივალზე, ხონელი მოცეკვავეები ქართული ხალხური ცეკვებით წარსდგნენ და ადგილობრივებისა და სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ტუკუმსი ხონთან დამეგობრებული ქალაქია. ხონის დელეგაცია მეგობარ ქალაქში ადგილობრივი ხელისუფლების მიწვევით იმყოფებოდა. 

სამთავრობო მიღებებსა და საზეიმო ღონისძიებებში საქართველო, უკრაინა, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა ერთობლივ მონაწილეობას იღებდნენ.

"დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, ჩვენმა ახალგაზრდებმა ათზე მეტ ღონისძიებაში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა და ქართული ხალხური ცეკვები შეასრულეს კულტურის ცენტრებში, ღია სცენებზე, სამთავრობო სადღესასწაულო საღამოებზე, აღაფრთოვანეს  მაყურებელი, განსაკუთრებით უცხოელი დელეგაციები  და პოლონეთიდან მოწვევაც მიიღეს,"-აცხადებენ ხონის მერიაში.

მათივე თქმით, ხონსა და ტუკუმსს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი 2019 წლის 19 ივლისს მოეწერა და მას შემდეგ მჭიდრო საქმიანი ურთიერთობა გრძელდება. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები