რეკლამა

როგორ გადანაწილდა თანამდებობები ახალ პარლამენტში?

როგორ გადანაწილდა თანამდებობები ახალ პარლამენტში?


მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტს შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს. პარლამენტის მოადგილეებად კი თეა წულუკიანი, ნინო წილოსანი და გიორგი ვოლსკი აირჩიეს.

საპარლამენტო უმრავლესობას მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. 

პარლამენტის წევრებმა ასევე დაამტკიცეს კომიტეტების თავმჯდომარეები:

აგრარულ საკითხთა კომიტეტი - გელა სამხარაული;
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი - რატი იონათამიშვილი;
განათლების კომიტეტი  - გივი მიქანაძე;
გარემოს დაცვა- მაია ბითაძე;
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი - შოთა ბერეკაშვილი;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი -ირაკლი ზარქუა;
ევროინტეგრაციის კომიტეტი - ლევან მახაშვილი;
თავდაცვის კომიტეტი - ალექსანდრე ტაბატაძე;
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი - [დროებით] გიორგი კახიანი;
კულტურის კომიტეტი-  გიორგი გაბუნია;
რეგიონული პოლიტიკის კომიტეტი- ირაკლი ქადაგიშვილი;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - ნიკოლოზ სამხარაძე;
საპროცედურო საკითხთა კომიტეტი - დავით მათიკაშვილი;
საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტი - პაატა კვიჟინაძე;
სპორტის კომიტეტი - ვიქტორ სანიკიძე;
ჯანდაცვის კომიტეტი - ზაზა ლომინაძე. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები