შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 114-ე და 116 -ე კმ-ზე მდებარე კლდოვან ფერდზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი დამცავი ბადეები მოეწყობა.
ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საავტომობილო გზის მონაკვეთის დეტალური კვლევა და პირველადი სამუშაოები, კლდის გაწმენდა და ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობა ჩაანკერების პრინციპით.
პროცესში ჩართული არიან დარგის სპეციალისტები. საავტომობილო გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟებულია საგზაო ნიშნები გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია.რეგულარულად მიმდინარეობს კლდის ძირში ჩამოცვენილი მასისგან გაწმენდა და დაკვირვება.
აღნიშნული პროექტი, რომელსაც საავტომობილო გზების საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს, ონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ლოკაციაზე გაგრძელდება და მას მსოფლიო ბანკი აფინანსებს.