TOPNEWS » მთავარი თემა » რა ეტაპზეა სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა?

რა ეტაპზეა სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა?

რა ეტაპზეა სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა?

სამტრედია–გრიგოლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მესამე, 12-კმ-იან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.

პროექტით იგეგმება 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 6 ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის და საქონლისა და საველე გასასვლელების მოწყობა.

მონაკვეთი გურიის რეგიონში, ქალაქ ლანჩხუთისა და მიმდებარე სოფლების დასახლებებს გვერდს აუვლის, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების განტვირთვასა და მოძრაობის უსაფრთხოების ზრდას.

პირველ 6 კმ-ზე უკვე დასრულებულია გზის საფარის ზედა ფენისა და ლითონისა და ბეტონის თვალამრიდების მოწყობა, მიმდინარეობს საგზაო ნიშნების მონტაჟი და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები, მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გახსნა მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.

სამტრედია–გრიგოლეთის მაგისტრალური გზა ოთხ მონაკვეთად შენდება, მეორე და მეოთხე მონაკვეთები უკვე გახსნილია მოძრაობისთვის.

ახალი გზა აღმოსავლეთ–დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის ნაწილია და მთლიანობაში 52 კილომეტრს მოიცავს - ზესტაფონ-ქუთაისის შემოვლითი გზიდან იწყება და გრიგოლეთში, მდინარე სუფსასთან მთავრდება.

მშენებლობა, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 324.6 მილიონი ლარით ფინანსდება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu