TOPNEWS » მთავარი თემა » კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

კახა კალაძემ სამტრედიაში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ ძველით ახალი წელი სამტრედიელებს ტრადიციულად საზეიმო კონცერტით მიულოცა და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა. 

ირაკლი თევზაძის ოჯახს, რომელსაც ამ დრომდე საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნდა, სახლი სოფელ ოფეთში გადაეცა. ოჯახში შვიდი არასრულწლოვანი, მათ შორის ორი ბავშვი, მინდობით აღზრდის პროგრამით იზრდება. 

საახალწლო კონცერტი სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა, სადაც მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა იყო წარმოდგენილი. ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა, ბენდის მუსიკოსებთან ერთად, სამტრედიელებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნეს. 

აღსანიშნავია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე სამშენებლო კომპანიების - „არქისა“ და „ბლოქსისგან“, ასევე, პარლამენტის წევრებისგან - გიორგი ბარვენაშვილისა და შოთა ბერეკაშვილისგან საცხოვრებელი სახლები საჩუქრად კიდევ ოთხმა ოჯახმა მიიღო. 

ახალ სახლებში იცხოვრებენ გოგიტა ჩერქეზიას, ედვარდ ხუბაშვილის, გივი გელაძის და ირაკლი თავაძის ოჯახები. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu