TOPNEWS » მთავარი თემა » საქართველოში უკრაინიდან გადმოსული კომპანია ქუთაისში ავტომობილების ზეთებსა და საპოხ მასალებს აწარმოებს

საქართველოში უკრაინიდან გადმოსული კომპანია ქუთაისში ავტომობილების ზეთებსა და საპოხ მასალებს აწარმოებს

საქართველოში  უკრაინიდან გადმოსული კომპანია ქუთაისში ავტომობილების ზეთებსა და საპოხ მასალებს აწარმოებს

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი კომპანია „უჯლუბრიკანტს“ სტუმრობდა.

 აღნიშნული კომპანია საქართველოში  უკრაინიდან გადმოვიდა და დღეს ის მთლიანად ქართული წარმოებაა. 

„უჯ ლუბრიკანტი” ავტომობილების ზეთებსა და საპოხ მასალებს აწარმოებს. კომპანიას ექსპორტი მსოფლიოს 25 ქვეყანაში აქვს და უკვე  ქართულ ბაზარზეც შემოდიან. 

ქუთაისის მერს კომპანიის წარმომადგენლებმა ქარხნის სამუშაო პროცესი გააცნეს, დაათვალიერეს საწარმო და მაღალი დონის ლაბორატორია.

  ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ „უჯ ლუბრიკანტის” საავტომობილო ზეთებს ოფიციალურად აღიარებს და რეკომენდაციას უწევს ისეთი კომპანია, როგორიც არის „მერსედესი“. 

იოსებ ხახალეიშვილმა მადლობა გადაუხადა საწარმოს თანამშრომლობის სურვილისთვის, რომელსაც ისინი მომავალში ქუთაისისთვის გეგმავენ.

„უჯ ლუბრიკანტი“ ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაშია განთავსებული.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu