TOPNEWS » მთავარი თემა » სვანეთში, უშბის მთაზე მთამსვლელი დაიღუპა
სვანეთში, უშბის მთაზე მთამსვლელი დაიღუპა

სვანეთში, უშბის მთაზე მთამსვლელი
დაიღუპა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მთაზე ქვეითად გადაადგილდებოდა 4 პიროვნება, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი გადავარდა სიმაღლიდან.
“უმოკლეს დროში, მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ძებნა-შველის ღონისძიების დაგეგმვა და თბილისიდან გაფრინდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფთან ერთად.
მეხანძრე-მაშველების მიერ, 3600 მეტრის სიმაღლეზე, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში მოხდა 3 პიროვნების უვნებლად აყვანა ვერტმფრენში და გარდაცვლილი პიროვნების ცხედრის ნახვა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ჩასვენებულია მესტიაში,”-აცხადებენ სამსახურში.