TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ქუთაისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას არასრულწლოვანი ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია არასრულწლოვანი, მე-10 კლასის მოსწავლე.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევა დღეს საფიჩხიაზე, ევდოშვილის ქუჩაზე მოხდა, არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ავტომობილში 4 არასრულწლოვანი იჯდა.

“ორი ბიჭი და ორი გოგო იყვნენ მანქანაში, 14 წლის გოგომ დაუკითხავად წამოიყვანა დედის მანქანა სახლიდან. დედა არ იყო სახლში, ბავშვის ბანკეტზე ყოფილა და დაჯდა ეს გოგო საჭესთან, გავიდნენ ქალაქში. ბავშვები მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. ჩვენი საყვარელი გიო, ვინც დაიღუპა, ფანჯარაზე მჯდარა საცოდავი, თორემ გადარჩებოდა. ღამის 4 საათზე ხდება ეს დიდი ტრაგედია. ეტყობა საჭე ვერ დაიმორჩილა ამ გოგონამ, დაეჯახა გაჩერებულ მანქანას და ავარიის დროს გადმოვარდა ეს ბავშვი მანქანის ფანჯრიდან, რადგან იჯდა ჩაწეულ ფანჯარაზე... გადაუარა ზემოდან კიდევ იმ მანქანამ. რომ არ გადაევლო მანქანით, შესაძლოა გადარჩენილიყო, იქვე დაიღუპა ბავშვი. სული მტკივა ამ ოჯახის ტრაგედიით. როგორ უნდა გაუძლონ ამ ტკივილს, პატარა და ჰყავს გიოს. არ ვიცი, როგორ გადაიტანს ოჯახი. სხვებს არაფერი სჭირთ, ის მეორე გოგონა, რომელიც მანქანაში ყო, გადაყვანილი ჰყავდათ კლინიკაში. საჭესთან ვინც იჯდა იმას საერთოდ არაფერი სჭირს. სავარაუდოდ, ვერ გააკონტროლა სიჩქარე. წუხელვე დააკავეს გოგონა, რომელიც საჭესთან იჯდა,” - გვიყვება ადგილობრივი.

“საშინელი ამბავია მომხდარი. ძალიან კარგი ბიჭი დაიღუპა. თავზარდაცემულები ვართ. გიო ჩვენი უბნელია, ძალიან მტკივა გული. ანგელოზი ბავშვი აღარ არის, კარგ ოჯახში გაზრდილი შვილია, როგორ უნდა ვუთხრა სამძიმარი მის ოჯახს. ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მიმძიმს. მთელი დღეა ვტირი, ავარიის დროს მანქანის ქვეშ მოყვა საუბედუროდ და გარდაიცვალა ჩვენი საყვარელი ბიჭი. მთელი უბანი თავზარდაცემულია”,- ამბობს ადგილობრივი.

”03.06.2026 ეს თარიღი ძალიან მტკივნეულად გამითენე ჩემო ანგელოზო ბიჭო, მენატრები ძალიან და მიმძიმს შენი ასეთი ამბავი, ძალიან გულისწყვეტა და სევდაა დააყენე არამარტო ჩემი, არამედ ყველას გულებში. არასდროს წაიშლება შენი ლამაზი პიროვნება ჩვენი გულებიდან. ჯერ სულ რაღაც 15 წლის იყავი ჩემო ბიჭო, არ მემეტები მიწისთვის, ჩემო დიდო ტკივილო”, - წერს სოციალურ ქსელში ახლობელი.

კიდევ ერთი ადგილობრივი წერს მომხდარის შესახებ:

“ვაი, შენ დედას, რა დააშავე შვილო, გადარჩენილიყავი, იმათთან ერთად შენც და გაგეგრძელებინა ცხოვრება. მეც თქვენთან ერთად მოვკვდი, სანამ ჩემი გოგო ცოცხალი არ დავინახე, ხორცი მეწვის შენი ცოდვით, შენ რომ აღარაფერი გეშველება. სხვის საქციელს ეწირებიან ეს ბავშვები, ღმერთო, რა დღე იყო ეს დღე?!” - წერს ის.

საქართველოს მეკლდეურობის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ახალგაზრდა სპორტსმენის, გიორგი ხურციძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

"სამძიმარს ვუცხადებთ გიორგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და ქუთაისის სპორტულ საზოგადოებას. ზოგი ადამიანი ასაკით ახალგაზრდაა, მაგრამ თავისი ხასიათითა და დამოკიდებულებით დიდ კვალს ტოვებს. გიორგი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. მშვიდობით, ჩემპიონო…" - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu