საირმის სვეტებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ეწყობა სავაჭრო ჯიხურები ადგილობრივი მეწარმეებისთვის, სველი წერტილები, არსებული ბილიკების გასწვრივ კი-მოაჯირები.
პროექტის ღირებულება 108 200 ლარია.
სამუშაოები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდება.
"საირმის სვეტებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია სოფელ საირმის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ასევე, ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისთვის,"-აცხადებენ ცაგერის მერიაში.