TOP-NEWS.GE / ლეჩხუმში, საირმის სვეტებთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

ლეჩხუმში, საირმის სვეტებთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

 საირმის სვეტებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

ეწყობა სავაჭრო ჯიხურები ადგილობრივი მეწარმეებისთვის, სველი წერტილები, არსებული ბილიკების გასწვრივ კი-მოაჯირები.

პროექტის ღირებულება 108 200 ლარია.
სამუშაოები გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდება.

"საირმის სვეტებთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვანია სოფელ საირმის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, ასევე, ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისთვის,"-აცხადებენ ცაგერის მერიაში. 

16-08-2024, 20:34
უკან დაბრუნება