TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში ცნობილ პედიატრს ემშვიდობებიან

ქუთაისში ცნობილ პედიატრს ემშვიდობებიან

ქუთაისში ცნობილ პედიატრს ემშვიდობებიან

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ცნობილი პედიატრის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე, “ალკორიუმთან” მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი 50 წლამდე ქალბატონს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

ახლობლები და პაციენტები ცნობილ პედიატრს, მაია ბეშკენაძეს ემშვიდობებიან.

“რამდენი ქალის ენერგია, რამდენი ქალის პოზიტივი, ნიჭი, უნარი, შესაძლებლობები იყო შენში, ჩემო მაიკო...როგორ ახერხებდი და უნაწილებდი ყველას...როგორ აფრქვევდი სიყვარულს ყველგან...დავმუნჯდით, აზროვნების უნარი წაგვერთვა... ძალიან დააკლდები  არამარტო ოჯახს, მთელს ქალაქს... რა უსამართლო ხარ, სამყაროვ!💔💔💔💔💔💔💔💔”

“რამდენი რთული დღე გადამატანინე მაიკო, ჩემო მეგობარო,  ჩემი და ჩემი შვილების იმედო... ბავშვების ათასი ვირუსით შეშინებული და არეული, მარტო, ორ ბავშვთან ერთად მოსული რამდენჯერ ჩაგიკრივარ გულში ღამის 2 საათზე და უფრო გვიანაც... რამდენჯერ ყოფილხარ ჩემს გვერდით მოტივატორად, მხარდამჭერად, უანგარო მეგობრად და მფარველ ანგელოზად. უსაზღვროდ მადლიერი ვარ და ბედნიერი რომ გიცნობდი...  ფრთამოტეხილი ვარ უშენობით ძლიერო და გულიანი, ერთგულო მეგობარო ❤️”

“ჩემო უსაყვარლესო მაიკო, ერთგულო, საყრდენო, სანდოო, საიმედო, მზეო და სითბოვ ადამიანთა! წარმოუდგენელია შენი ზეცაში გადანაცვლება, ჩემო გულიანო, თბილო, მშვენიერო! შენი ბუბუნა ხმა, თბილი ღიმილი, ციმციმა თვალები, უშრეტი ენერგია და იმედიანი სიტყვა დააკლდება სამყაროს!  მოარულო სიკეთევ, ექიმობის  ეტალონო! რამდენი ადამიანი გადაარჩინე   პანდემიისას!  რამდენი ბავშვის ჯანსაღი სიცილი დაუბრუნე სამყაროს! რამდენი გავიხსენო! ღირსეულო ექიმო, ღირსეულო ადამიანო, ბედნიერი ოჯახის ულამაზესო ბურჯო,  ჩვენი ქალაქის თვალო და თვალისჩინო! ჩემო გულითადო, გულიანო, საიმედო მეგობარო, კაშკაშა, მიუაჩრდილებელ ნათელში დაივანე! გუშინდელი შეხმიანება თურმე ბოლო ყოფილა!  მადლობელი ვარ შენი მეგობრობა და შენთან ურთიერთობა რომ მხვდა წილად!

მადლობა ჩემს ცხოვრებაში ასე კაშკაშით არსებობისთვის, ჩემო ვასრკვლავ-ადამიანო! მშვიდობით, მაიკო!მიყვარხარ!”.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu