რეკლამა

რა კავშირშია ლობიანები ბარბარობასთან?

რა კავშირშია ლობიანები ბარბარობასთან?


17 დეკემბერს ქართველებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია.
ბარბარობა - ეს არის ის დღე, რომელიც ერთიანად ახარებს მორწმუნესა და არა მორწმუნეს. წმინდა ბარბარე ითვლება ბავშვთა მფარველ წმინდანად.

ასევე, არის გარდამოცემა, რომ წმინდა ბარბარე სიკვდილის წინ აზიარებს მათ, ვინც ვერ მოასწრო ზიარება, ამიტომ მას ხატებზე ხშირად ბარძიმით ხელში გამოსახავენ.

ბარბარობის დღესასწაულს უკავშირდება ასევე ლობიანების გამოცხობის ტრადიცია. რა თქმა უნდა, თავის არსით არანაირი დატვრითვა არ აქვს ლობიანებს, თუმცა არც ის არის დანაშაული, თუ ამ დღეს ვინმე  გამოაცხობს (ან ვერ გამოაცხობს) ლობიანს.

"ლობიანები საერთოდ კავშირში არ არის წმინდა ბარბარეს ცხოვრებასთან, მეტიც მისი ფესვები წარმართულიც კი არის, მაგრამ ვინაიდან ხალხში ასე ფართოდ არის გავრცელებული,  შეწყნარებული და მოწონებული, ქრისტიანობის მთავარი არსი კი არის სიკეთე, ცუდი ტრადიციის მიმართვა სიკეთისაკენ, სიწმინდისაკენ. 

ბარბარობას ყოველთვის არის მარხვა,  ამიტომ ეკლესიამ შეიწყნარა ეს კარგი ტრადიცია და მორწმუნეებს მისცა უფლება გარეგნულადაც გამოხატონ წმინდანის თაყვანისცემა და ამით მათში კიდევ ერთმა სიხარულმა დაისადგუროს.

თუმცა როცა ლობიანებს ვაკავშირებთ ბარბარობასთან, მაშინ უნდა მოვიქცეთ ისე როგორც ეს შეეფერება ქრისტიანს.

ჩვენს მიერ დამზადებული ლობიანი მივუტანოთ იმათ, ვისაც არ აქვს საშუალება თვითონ გააკეთოს. 

ანუ ლობიანი უნდა იყოს მოწყალების ერთ-ერთი ფორმა". 

მრავალ ბარბარობას დაესწარით, სიკეთე და სიხარული გქონდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს! 


ტეგები:

Facebook - კომენტარები