ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" განათლების განყოფილების მთავარ სპეციალისტს მაყვალა ქობულაძეს ევროპის სამეცნიერო და პედაგოგიური პარლამენტის მიერ საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.
"სოკრატეს ოქროს ვარსკვლავი" მაყვალა ქობულაძემ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, განათლების სფეროში ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მიიღო.
"მაყვალა ქობულაძე ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, მათ შორის იყო ქალაქ ქუთაისის მერიის განათლების საქალაქო სამსახურის უფროსი. იგი მუდმივად და აქტიურად არის ჩართული განათლების სფეროში მიმდინარე სხვადასხვა მნიშვნელოვან პროცესებში,"-აცხადებენ გაერთიანებაში.