მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 20 ივლისს ბახმარო, გორდი, გოდერძი და ცაგერი მთის დღეებს უმასპინძლებს!
საფესტივალო ტერიტორიაზე მისული სტუმრები სხვადასხვა აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას,მოეწყობა ადგილობრივი რეწვის ოსტატების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, გაიმართება საბავშვო და საყმაწვილო შემეცნებითი, გასართობი თამაშები და შეჯიბრებები, ადგილობრივი მზარეულების მიერ ტრადიციული კერძების მომზადება, დეგუსტაცია, მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა,მთელი დღის განმავლობაში შეფები მოამზადებენ სხვადასხვა კერძს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. გაიმართება ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია „მთის დღეები 2024“. დღე კი ცნობილი მომღერლების კონცერტით დასრულდება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, "მთის დღეები“ წელს მესამედ იმართება.