1000 ლარიანი გრანტი საჩუქრად-მულტიფუნქციური სასწავლო ცენტრის საჩუქარი წარმატებულ აბიტურიენტებს

1000 ლარიანი გრანტი საჩუქრად-მულტიფუნქციური სასწავლო ცენტრის საჩუქარი წარმატებულ აბიტურიენტებს

მულტიფუნქციური სასწავლო ცენტრი „ჰორიზონტი“ უკვე იმერეთის სამ მუნიციპალიტეტშია წარმოდგენილი. სამტრედია, ზესტაფონი, წყალტუბო - იმ ქალაქების ჩამონათვალია, სადაც ახალგაზრდები კომფორტულ გარემოში, არაფორმალური განათლების მეთოდებით, მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისაგან მიიღებენ ცოდნას, რაც მათი წარმატებული მომავლისათვის მნიშვნელოვანია. 

„ჰორიზონტის“ ფილიალებში საგანმანათლებლო პროგრამები გათვლილია როგორც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის, ასევე აბიტურიენტებისათვის. ცენტრში ფუნქციონირებს შაბათ-კვირის არაფორმალური განათლების კლუბებიც: ხელოვნების, ინგლისური ენის, ჭადრაკის, ლიტერატურული, STEM და ფოტო-კინო კლუბები. აღნიშნული პროგრამები საშუალებას აძლევთ ბავშვებს განივითარონ სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევა.

ასევე, ყველა ქალაქში, სასწავლო ცენტრების ბაზაზე შექმნილია ახალგაზრდული კლუბები, სადაც ახალგაზრდებთან მუშაობენ ახალგაზრდული მუშაკები და მათთან ერთად ახორციელებენ უამრავ საინტერესო და მნიშნელოვან ახალგაზრდულ პროექტს. 

„ჰორიზონტი“ ცენტრის ყველა იმ ბეჯით აბიტურიენტს, რომლებიც უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან 100 პროცენტიანი დაფინანსებით, საჩუქრად გადასცემს 1000 ლარიან გრანტს,"-აცხადებენ მულტიფუნქციურ სასწავლო ცენტრ "ჰორიზონტში". 


ტეგები:

Facebook - კომენტარები