რეკლამა

ქუთაისში ტრადიციული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ქუთაისში ტრადიციული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ა(ა)იპ „ ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის -  ზ. ფალიაშვილის სახ. N2 სამუსიკო სკოლის ორგანიზებით,  ქუთაისში, ტრადიციული საერთაშორისო თეორიული კონფერენცია „თაობათა ცვლა“  მიმდინარეობს (ხელ: ნინო დოღონაძე). ქალაქი კონფერენციას უკვე მეხუთედ მასპინძლობს. საზეიმო გახსნის ცერემონია მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში შედგა.

პირველი დღე მოსწავლეთა გამოსვლებს დაეთმო.  მომხსენებლებმა წარმოადგინეს  ქართული სიმღერის ისტორია, ევროპული და ქართული საკომპოზიტორო სკოლის  წარმომადგენელთა შემოქმედების ანალიზი, თანამედროვე ალტერნატიული ქართული მუსიკა თუ საკუთარი კუთხის ისტორიები, კვლევითი ხასიათის და საინფორმაციო მოხსენებები.

მოსწავლეთა გამოსვლებს  ჟიური აფასებდა შემდეგი შემადგენლობით:

პროფესორი თამარ ჩხეიძე - თბილისის მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის დეკანი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის მრჩეველი;

ქეთევან მელქაძე - თეორეტიკოსი, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი;

მარინა გუბელაძე - მუსიკისმცოდნე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში;

შედეგები ცნობილი 12 აპრილს, კონფერენციის საზეიმო დახურვაზე გახდება. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები