რეკლამა

ქუთაისის მერიის ორგანიზებით "რა? სად? როდის?" გაიმართა

ქუთაისის მერიის ორგანიზებით "რა? სად? როდის?" გაიმართა

ქუთაისის მერიაში ინტელექტუალურ კონკურში გამარჯვებულ მოსწავლეებს უმასპინძლეს. 

კონკურსი ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო ,,ბრეინ რინგსა“ და „რა? სად? როდის?“- ში.  მასში ქალაქის მასშტაბით 21 სკოლის 25 გუნდი ჩაერთო.

"ბრეინ რინგში“ პირველი ადგილი 30-ე საჯარო სკოლამ მოიპოვა, „რა? სად? როდის?“ გამარჯვებული კი სკოლა ,,პროგრესი“ გახდა. კონკურსის საუკეთესო მონაწილეებად დასახელდნენ გიორგი ფრუიძე და რეზიკო ჩახუნაშვილი.

საპრიზო ადგილზე გასულ მოსწავლეებს ქუთაისის ვიცე-მერი დავით ერემეშვილი შეხვდა, ახალგაზრდებს დიპლომები, თასები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.


ტეგები:

Facebook - კომენტარები