TOPNEWS » მთავარი თემა » კურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს
კურსების მეწყრული ზონიდან ცხოველები გამოიყვანეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტისა და ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ეკიპაჟებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, მეწყრულ ზონაში დარჩენილი შინაური ცხოველები გამოიყვანეს.
ცხოველების გამოყვანა ადგილობრივი მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა, რომლებიც იდენტიფიცირების პროცესშიც იყვნენ ჩართულნი.
ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ეკიპაჟები ცხოველებს ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანენ, სადაც, ზრუნვის პარალელურად, მეპატრონის სურვილის შემთხვევაში, მათ ჩაუტარდებათ ვეტერინარული მანიპულაციები. ცხოველები დაუბრუნდებიან პატრონებს.





