TOPNEWS » მთავარი თემა » ბავშვმა კარი ჩაკეტა და დაიძინა, ადგილზე მაშველები გამოიძახეს-რა მოხდა წყალტუბოში?

ბავშვმა კარი ჩაკეტა და დაიძინა, ადგილზე მაშველები გამოიძახეს-რა მოხდა წყალტუბოში?

ბავშვმა კარი ჩაკეტა და დაიძინა, ადგილზე მაშველები გამოიძახეს-რა მოხდა წყალტუბოში?

წყალტუბოს მკვიდრი მაშველებს მადლობას უხდის. როგორც ცნობილი ხდება, ბავშვს სახლის კარი ჩაეკეტა და დაეძინა, რის გამოც ოჯახის წევრები სახლში შესვლას ვერ ახერხებდნენ. შემთხვევა დედა ენის ქუჩაზე  მოხდა.

"წყალტუბოს შსს  მაშველებს და სასწრაფოს ექიმებს მადლობა სწრაფი რეაგირებისთვის. დღეს, დედა-ენის ქუჩაზე ბავშვმა კარი ჩაკეტა და გულიანად დაიძინა. დედა და სამეზობლო კარგა ხანს ცდილობდნენ კარის გაღებას. ხომ წარმოგიდგენიათ, რას არ იფიქრებდნენ. მაშველები დარეკვიდან ძალიან სწრაფად გამოჩნდნენ და გააღეს კარი. ბავშვს უბრალოდ ღრმად ეძინა,"-წერს თვითმხილველი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu