რეკლამა

ძლიერ ქართან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში ცხელი ხაზი ამოქმედდა

ძლიერ ქართან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში ცხელი ხაზი ამოქმედდა

მეორე დღეა ქუთაისში ძლიერი ქარია. ქალაქის მერიაში ცხელი ხაზი ამოქმედდა, სადაც დაზიანების შემთხვევაში, ზარალთან დაკავშირებით მოქალაქეებს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის მიმართვა შეუძლიათ. 

ცნობისთვის, სინოპტიკოსების პროგნოზით, 1-ელ მარტამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 27-28 თებერვალს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

ქუთაისის მერიის ცხელი ხაზი: 595 25 03 09


ტეგები:

Facebook - კომენტარები