TOPNEWS » მთავარი თემა » ჭურში დამზადებული სულგუნის სამშობლო-სოფელი ხანი

ჭურში დამზადებული სულგუნის სამშობლო-სოფელი ხანი

ჭურში დამზადებული სულგუნის სამშობლო-სოფელი ხანი

ბაღდათის
მაღალმთიანი სოფელი ხანი რაიონული ცენტრიდან 25 კმ-ს დაშორებიით მდებარეობს. ის მდინარე ხანისწყლის ხეობაში ყველაზე ძველი ისტორიის მქონე სოფელია. აქ არის მე-5, მე-6 საუკუნეში აგებული და 1992 წელს აღდგენილი 12 მოციქულის სახელობის ეკლესია.

ეთნოგრაფოულად საინტერესო სოფელი გამორჩეულია ოდის ტიპის სახლებით. განვითარებულია მესაქონლეობა, მეფუტკრეობა, რძის პროდუქტების დამზადების განსხვავებული ტექნოლოგია (ჭურში დამზადებული სულგუნი), ასევე მემინდვრეობა და სხვა სახის მეურნეობა. სოფელში მიმზიდველი ლანდშაფტი, საინტერესო ისტორიული და ბუნებრივი ძეგლებია. მოსახლეობა 250 ოჯახი.

ჩანჩქერი „საქუხარა“

სოფელ ხანის სიახლოვეს, ზღვის დონიდან - 950 მ-ზე მდებარეობს 25 მ. სიმაღლის ჩანჩქერი „საქუხარა”. ხანიდან 8 კმ -ში არის ტყელას წმინდა გიორგის სალოცავი, სადაც სულთმოფენეობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღინიშნება. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu