TOPNEWS » მთავარი თემა » როგორი იქნება ჭიათურის მერიის შენობა რემონტის შემდეგ?
როგორი იქნება ჭიათურის მერიის შენობა რემონტის შემდეგ?
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის მოადგილეებთან და შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად, გაეცნო ჭიათურის მერიის ადმინისტრაციული შენობის ფასადისა და მის წინ არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროცესს.
პროექტი მოიცავს შადრევნის მოწყობას, ფეხით მოსიარულეთა ბილიკების განახლებას, გარე განათების სისტემის მოწყობას, ბორდიურების, ძელსკამებისა და საპარკინგე სივრცეების მოწყობას, ასევე ასფალტბეტონის საფარის დაგებას.
პროექტის ღირებულება 298 647,53 ლარია.





