TOPNEWS » მთავარი თემა » ზესტაფონი წლის მთავარ საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს

ზესტაფონი წლის მთავარ საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს

ზესტაფონი წლის მთავარ საახალწლო ღონისძიებას მასპინძლობს

ზესტაფონი წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების  მასპინძელია, რომელიც   მთელი ქვეყნის მასშტაბით საქართველოს მთავრობის ორგანიზებით იმართება.

საახალწლო ღონისძიებები 15: 00 სთ - დან  დაიწყება. ცენტრალურ მოედანზე მოსულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში დატვირთული საახალწლო პროგრამა ელოდებათ.

მოეწყობა ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, წარმოდგენილი იქნება  საბავშვო  სივრცე, ზღაპრის გმირების მსვლელობა. ბავშვების შეხვედრა  თოვლის ბაბუასთან  და საჩუქრების დარიგება.

17: 00  საათიდან დაიწყება გალა კონცერტი, რომელშიც  მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ. 

18: 30 სთ -ზე  საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ღონისძიებები გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu