რეკლამა

იმერეთში საუკეთესო ბარმენები გამოვლინდნენ

იმერეთში საუკეთესო ბარმენები გამოვლინდნენ

„წყალტუბოს ტურიზმის განვითარების საკოორდინაციო ცენტრისა“ და იმერეთის ბარმენთა ასოციაციის ორგანიზებით წყალტუბოში იმერეთის ბარმენთა ჩემპიონატი ჩატარდა. 

ჩემპიონატში 14 საუკეთესო ბარმენი მონაწილეობდა. ისინი ადგილზე ამზადებდნენ საკონკურსო კოქტეილებს. ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებით იყო დატვირთული. კონკურსის საღამო DJ-იმ დაასრულა. 

„წყალტუბოში ტურისტული სეზონი გრძელდება და ამჯერად რესტორანმა „ მაგნოლიამ“ უმასპინძლა ბარმენებს. კონკურსს კომპეტენტური ჟიური აფასებდა, რომელსაც თავმჯდომარეობდა იმერეთის ბარმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ბორის კიკაძე,“  - აღნიშნა ა(ა)იპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ვერა ზურაბიანმა.

იმერეთის ჩემპიონატის  საუკეთესო ბარმენი ქუთაისში რესტორან „სთორის“ ბარმენი - ანი კვინიკაძე გახდა, რომელმაც ჟიურს საკუთარი კონცეფციით შექმნილი კოქტეილი  „strong woman“ წარუდგინა. მეორე და მესამე ადგილები ზურაბ ფირცხალაიშვილმა  - სასტუმრო "Sairme Resort" საირმე  -  და ემილიანე ბაბუნაშვილმა  - სასტუმრო "New Sairme" საირმე  -  გადაინაწილეს.

ყველა ბარმენს მონაწილეობისათვის სპეციალური ჟიურის მიერ სერთიფიკატები გადაეცა. გამარჯვებულები ბარმენთა საქართველოს ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.


ტეგები:

Facebook - კომენტარები