TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულში 300 მაყურებელზე გათვლილი მოედანი აშენდება
ტყიბულში 300 მაყურებელზე გათვლილი მოედანი აშენდება
ქალაქ ტყიბულში თანამედროვე საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი აშენდება.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა 300 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, ხელოვნურსაფარიანი სავარჯიშო სტადიონი, გასახდელები, სველი წერტილები, სამედიცინო ოთახი და სხვა საჭირო სათავსოები.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები, ასევე აშენდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში, ქალაქ სენაკში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბა ხარაგაულში.





