TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის სოფლებში მოსახლეობა პროექტებს ირჩევს
ვანის სოფლებში მოსახლეობა პროექტებს ირჩევს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე ვლადიმერ ხელაძე სოფლების - უხუთის, ზეინდარის, შუაგორას, სალომინაოს და ფერეთას მოსახლეობას შეხვდნენ.
“გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის უფრო პრიორიტეტული იყო.
ესენია: შიდა საუბნო გზების შეკეთება, გარე განათება, სანიაღვრე არხების მოწესრიგება და სასმელი წყლის მილების მიწოდება,”-აცხადებენ ვანის მერიაში.