TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულში, სტიქიის ზონაში მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა

ხარაგაულში, სტიქიის ზონაში მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა

ხარაგაულში, ლაშე-ღვერკის მიმდებარედ, მდინარე ყარნების შეგუბებული მონაკვეთის კონტროლისა და რისკების პრევენციის მიზნით, თანამედროვე მონიტორინგის სისტემა ამოქმედდა.

პროცესში ჩართული არიან შესაბამისი სახელმწიფო უწყებები.

საქართველოს რკინიგზის მიერ ადგილზე დამონტაჟდა თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობები, რომელიც რეალურ დროში აკვირდება წყლის დონის ცვლილების დინამიკას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დამონტაჟებული სპეციალური სენსორები უზრუნველყოფენ წყლის დონის, შემოდინებისა და გამავლობის მუდმივ გაზომვას.
აღნიშნული მონიტორინგის სისტემა უწყვეტ კონტროლს ექვემდებარება. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც ყველა შესაბამისი უწყება მონაწილეობდა.  შეხვედრაზე მკაფიოდ განისაზღვრა თითოეული მხარის პასუხისმგებლობები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დამონტაჟებული აპარატურა უზრუნველყოფილია ენერგომომარაგებით, რომლის გამართულ ფუნქციონირებაშიც აქტიურად არიან ჩართული ხარაგაულის მერია და შესაბამისი მუნიციპალური სამსახურები.

მანამდე არსებული პრაქტიკა, რომელიც გულისხმობდა ადგილზე ყოველდღიურ ფიზიკურ მონიტორინგს, სრულად ჩანაცვლდა ელექტრონული სისტემებით. 

აღნიშნული მიდგომა სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას და გამოიყენება სტიქიური პროცესების მართვის თანამედროვე სტანდარტებში.

ამ ეტაპზე,  შეგუბებული წყლის მოცულობა სტაბილურია და არ იზრდება, კალაპოტი სრულად გამავალია, შემოდინებული წყლის რაოდენობა თანაბარია გამდინარესთან, მთის ქანების ჩამოშლის ფაქტები არ ფიქსირდება. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი შესაძლო რისკის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სიგნალის მიღებას.

არსებული მდგომარეობა სტაბილურია და სრულად კონტროლს ექვემდებარება.

შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ პროცესის მუდმივ მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაში მოხდება ოპერატიული რეაგირება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu