TOPNEWS » მთავარი თემა » წყალტუბოს სოფელ რიონში მცხოვრები თამარ ტურაბელიძე 100 წლის გახდა

წყალტუბოს სოფელ რიონში მცხოვრები თამარ ტურაბელიძე 100 წლის გახდა

წყალტუბოს სოფელ რიონში მცხოვრები თამარ ტურაბელიძე 100 წლის გახდა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა სოფელ რიონში მცხოვრებ თამარ ტურაბელიძეს 100 წლის იუბილე მიულოცეს.

მუნიციპალიტეტის მერმა იუბილარს ჯანმრთელობა და ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.

„მთელი გულით გილოცავთ 100 წლის იუბილეს. მიხარია, რომ დღესაც ასეთი შემართებით აგრძელებთ ცხოვრებას. გისურვებთ ბევრ სიხარულს, უფლის წყალობასა და მფარველობას,“- განაცხადა გენადი ბალანჩივაძემ.

საუკუნის ქალბატონმა თვითმმართველობის წარმომადგენლებს მილოცვისა და კეთილი სურვილებისთვის მადლობა გადაუხადა.

თამარ ტურაბელიძე ათეული წლების განმავლობაში სოფელ რიონში საქმიანობდა და გამოირჩეოდა შრომისმოყვარეობით, პასუხისმგებლობით, გულისხმიერებითა და მოყვასის სიყვარულით. ჰყავს ერთი შვილი, ორი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.

იუბილარს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ანგარიშზე 2000 ლარი დაერიცხება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu