TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისი "გემო ფესტს" კვლავ უმასპინძლებს
ქუთაისი "გემო ფესტს" კვლავ უმასპინძლებს
ქუთაისში "გემო ფესტი" კვლავ გაიმართება. კულინარიული ფესტივალი ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარედ შედგება. ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს ბევრ სიურპრიზს ჰპირდებიან.
"რა თქმა უნდა, ის გოჭიც იქნება, სხვა გადასარევი კერძებიც, ასეთივე მუსიკაც, გასართობებიც და შესანიშნავი აურაც. თან ეს ყველაფერი სამი დღის განმავლობაში - 26, 27 და 28 ივნისს ხიბლით სავსე იმერეთი გელოდებათ.
. მასპინძლობის მსურველებმა კი იცით რაც უნდა ქნათ და თუ არა, მიჰყევით ბმულს და დარეგისტრირდით ➡️ https://shorturl.at/qHCOq
შევხვდებით ქუთაისში,"-ნათქვამია ფესტივალის ორგანიზატორების განცხადებაში.





