TOPNEWS » მთავარი თემა » რა კეთდება ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის?
რა კეთდება ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისათვის?
ქუთაისში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.
ქალაქის მერიის ინფორმაციით, დასრულების ეტაპზეა დავით ხახალეიშვილის სახელობის მე-17 კომპლექტური სპორტული სკოლის სრული რეაბილიტაცია, სადაც თავისუფალი ჭიდაობის, ბერძნულ-რომაული ჭიდაობის, სამბოს, ტაეკვანდოს, კრივისა და კარატეს დარბაზები უკვე მოწესრიგდა. ასევე, განახლდა ადმინისტრაციის შენობა და სასტუმროს ნომრები. სპორტული სკოლა შეძლებს საერთაშორისო შეკრებებს უმასპინძლოს.
“ასევე, მე-11 კომპლექსურ სპორტულ სკოლაში მასშტაბური სარეაბილიტაციი სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია კალათბურთის, მაგიდის ტენისის დარბაზების განახლება, უკვე მოწესრიგდება შენობის ფასადი, სახურავი, სრულდება სკოლის ეზოს კეთილმოეწყობა,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

















