რეკლამა

"ესტუმრეთ ულამაზეს სოფელ კინჩხას და ღამით ოკაცეს ჩანჩქერზე, 3D განათებებით, გაეცანით საქართველოს კულტურას"

"ესტუმრეთ  ულამაზეს სოფელ  კინჩხას და ღამით ოკაცეს ჩანჩქერზე, 3D განათებებით, გაეცანით საქართველოს კულტურას"

დაგეგმეთ მოგზაურობა ხონის მუნიციპალიტეტში!  ესტუმრეთ  ულამაზეს სოფელ  კინჩხას და ღამით  ოკაცეს ჩანჩქერზე, 3D განათებებით, გაეცანით საქართველოს კულტურას.

ოკაცეს ჩანჩქერი ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია საქართველოში და ზღვის დონიდან 843 მეტრზე მდებარეობს. ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდინარე საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.

ტურისტულ ლოკაციაზე მოწყობილია კიდული ბილიკები, გადასახედები, საპარკინგე და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა. ძეგლის მონახულება ორშაბათის გარდა ყოველდღე  დილის 10:00 საათიდან  ღამის 12 :00 საათამდე არის  შესაძლებელი.

 სოფელში ხელმისაწვდომია საოჯახო სასტუმროები, სადაც მსურველს   ნატურალური საკვები პროდუქტის დაგემოვნება და სუფთა ჰაერზე მშვიდად ღამის გათევა შეუძლია.

 გვესტუმრეთ, დროს საინტერესოდ და საიამოვნოდ გაატარებთ!


ტეგები:

Facebook - კომენტარები