ხარაგაულის მერიის საჩუქარი და მხარდაჭერა მრავალშვილიან დედებს
ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მრავალშვილიან დედებს ესტუმრა, გაზაფხულის დღესასწაული მიულოცა და ყვავილები და საჩუქრები პირადად გადასცა.
მაქათუბანში, ღორეშასა და კიცხში მცხოვრებ სებისკვერაძეების, კურტანიძეების და წვერავების მრავალშვილიან ოჯახებს მერიისგან საყოფაცხოვრებო ტექნიკა – ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მაცივარი და სარეცხი მანქანა გადაეცათ.
“მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა ერთჯერადი აქცია არ არის – ეს ჩვენი სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა.
ხარაგაულის მერიის სოციალური სამსახური და ბავშვთა განყოფილება ამ ოჯახებთან მუშაობას მთელი წლის განმავლობაში გააგრძელებენ, რათა დროულად გამოვავლინოთ მათი საჭიროებები და მიზანმიმართული დახმარება გავუწიოთ.
ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ ოჯახებს მუდმივი მხარდაჭერა ჰქონდეთ და იცოდნენ – ხარაგაულის მერია მათ გაძლიერებაზე ზრუნავს,“ – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.
ხარაგაულის მერია მზრუნველობას, მხარდაჭერას და ქალთა გაძლიერების კუთხით მუშაობას მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გააგრძელებს.





