TOPNEWS » მთავარი თემა » ვანის მუნიციპალიტეტში, ვანი-ზედავანი-გადიდის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტში, ვანი-ზედავანი-გადიდის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტში, ვანი-ზედავანი-გადიდის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტში, ვანი-ზედავანი-გადიდის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის მოადგილე გოჩა ჭუბაბრია ადგილზე გაეცნენ. 

პროექტის ფარგლებში დაიგება 3.3 კმ გზა, აქედან 800 მ ბეტონის გზა, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ბორდიურები, მოსახლეობის ჭიშკრებთან მისასვლელები, სანიაღვრე არხები და კიუვეტები. 

ვანი-ზედავანი-გადიდის საავტომობილო გზის ვანის მონაკვეთზე სრულად არის დასრულებული სასმელი წყლის სარეაბილიტაციო და კანალიზაციის სისტემის მოწყობის სამუშაოები.

პროექტი დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტით სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში და მისი ღირებულება 3.5 მილიონ ლარს შეადგენს. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu