TOPNEWS » მთავარი თემა » საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ალბანეთი დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების მორიგი მატჩი ალბანეთის წინააღმდეგ გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა მასპინძლები  ანგარიშით  1:0  დაამარცხეს.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი კი მეორე ნახევარში 71-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

საქართველო ალბანეთის ნაკრებს თექვსმეტჯერ დაუპირისპირდა, ქართველებმა მეტოქეს ცხრაჯერ მოუგეს, ოთხი მატჩი ფრედ დაასრულეს, სამი კი დათმეს

შეგახსენებთ, რომ უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ჩეხები მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ანგარიშით 4:1 დაამარცხა. 

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში პირველად ასპარეზობს. B1 ჯგუფში „ჯვაროსნები“ ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას ეროვნული ნაკრები 11 ოქტომბერს უკრაინასთან გამართავს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu