რეკლამა

პარიზის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ

პარიზის პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსნები სამშობლოში დაბრუნდნენ

პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან საქართველოში დაბრუნდნენ პარაძიუდოისტები, ვერცხლის მედლის მფლობელები  რევაზ ჩიკოიძე, გიორგი ქალდანი, ზურაბ ზურაბიანი და ბრინჯაოს მედალოსანი ინა ქალდანი. მათთან ერთად საქართველოში დაბრუნდა პარაძიუდოისტი ლაშა ყიზილაშვილი და პარატაეკვონდოისტი ლია ჩაჩიბაია.

წარმატება ქართველ პარალიმპიელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიულოცა. სპორტსმენებს ელოდნენ გულშემატკივრები და ახლობლებიც.

სპორტსმენებთან ერთად სამშობლოში ასევე დაბრუნდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, რომელიც პარალიმპიადაზე ქართველი პარაათლეტების ასპარეზობას ესწრებოდა, პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი და პარალიმპიური დელეგაციის წევრები.

შეგახსენებთ, რომ ინა ქალდანმა და რევაზ ჩიკოიძემ პარალიმპიური მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვეს; გიორგი ქალდანმა და ზურაბ ზურაბიანმა  პარალიმპიადაზე მედალი კარიერაში პირველად მიიღეს; ლაშა ყიზილაშვილმა კი სადებიუტო პარალიმპიადაზე ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

პარიზის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა: ერთი ოქრო, ოთხი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. ამ რაოდენობის მედალი საქართველომ პარალიმპიადაზე პირველად მიიღო.


ტეგები:

Facebook - კომენტარები