TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეების მიერ შექმნილი ანიმაციების პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეების მიერ შექმნილი ანიმაციების პრეზენტაცია გაიმართა

ქუთაისის სამხატვრო სკოლაში მოსწავლეების მიერ შექმნილი ანიმაციების პრეზენტაცია გაიმართა

ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალში-გ. მაისურაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების პრეზენტაცია შედგა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. თემა თავისუფალი იყო, მოსწავლეებს დავალება ჰქონდათ მიცემული საკუთარი ფანტაზიებით გაეკეთებინათ ანიმაციები.

ანიმაციების  შექმნაში მონაწილეობდნენ სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლეები: ანა ჯოხაძე  ალექსანდრე შერვაშიძე, დავით შერვაშიძე  ნინო ბერია, ლილე ბარდაველიძე, მათე ჟღენტი ( პედაგოგი: ალექსანდრე ზაქარაშვილი).

სატესტო რეჟიმში ჩატარებული ანიმაციური ფილმების პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებს სკოლის სახელით  მადლობის სიგელები გადაეცათ.

პრეზენტაციას სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ გაერთიანების მმართველის მოადგილეები: ბაია კოღუაშვილი, ელისო ქაროსანიძე და გაერთიანების განათლების განყოფილების უფროსი მაყვალა ქობულაძე.

აღსანიშნავია, რომ  სკოლაში „ანიმაციის საფუძვლების“ სწავლება ექსპერიმენტის სახით 2025 წლის  აპრილში  დაიწყო. საგანი არჩევითია და  მას დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ეუფლებიან.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu