TOPNEWS » მთავარი თემა » რეგიონული განვითარების მინისტრმა იმერეთში ანგარიში ჩაიბარა

რეგიონული განვითარების მინისტრმა იმერეთში ანგარიში ჩაიბარა

რეგიონული განვითარების მინისტრმა იმერეთში ანგარიში ჩაიბარა

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

შეხვედრაზე, რომელსაც მხარის მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ  ხაზი გაესვა დაგეგმილი პროექტების ვადებში და ხარისხიანად შესრულების აუცილებლობას. ასევე, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ სოციალურ პროგრამებს და იმ პროექტებს, რომლებიც სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიმართულებით ხორციელდება. 

შეხვედრაზე იმსჯელეს რეგიონში არსებულ გამოწვევებზე, მოსახლეობის საჭიროებებზე და მათი გადაჭრის გზებზე. მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. 

შეხვედრას რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ზაუტაშვილი და სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: მამუკა ხიმშიაშვილი და ბესიკ გოფოძე ესწრებოდნენ.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu