TOPNEWS » მთავარი თემა » სამტრედიაში სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 36 კორპუსს ჩაუტარდა

სამტრედიაში სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 36 კორპუსს ჩაუტარდა

სამტრედიაში სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 36 კორპუსს ჩაუტარდა

2022 წლიდან დღემდე, სამტრედიაში სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია 36 მრავალბინიან კორპუსს ჩაუტარდა. მათ შორისაა, კოსტავას, ჭავჭავაძის, თამარ მეფისა და ლაშა თევზაძის ქუჩები, ასევე, რკინიგზელთა დასახლებაში მდებარე კორპუსები.

სამტრედიის მერის, დავით ბახტაძის ინფორმაციით, მრავალბინიანი კორპუსების რეაბილიტაციის პროექტები მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 

“ეს პროექტი გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან ქალაქის იერსახის მოწესრიგება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის პრიორიტეტულია.

ამ ეტაპზე, ლაშა თევზაძის ქუჩაზე უკვე დასრულდა ქუჩის დასაწყისის ნაწილი და მიმდინარეობს სამი კორპუსის - №23, №25 და №27 ფასადების რეაბილიტაცია. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, სულ მალე დაიწყება თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე №38 კორპუსის ფასადის აღდგენა.

ჩვენი მიზანია, რომ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ასზე მეტი მრავალბინიანი კორპუსი სრულად იყოს რეაბილიტირებული არა მხოლოდ ფასადები, არამედ საკომუნიკაციო სისტემები და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული დეტალები. ეს პროექტი ნიშნავს უკეთეს გარემოს, უფრო კომფორტულ ცხოვრებას და ქალაქის მთლიანად ახალ იერსახეს,”-ამბობს დავით ბახტაძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu