TOPNEWS » მთავარი თემა » “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ხარაგაულში 164 პროექტი განხორციელდება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ხარაგაულში 164 პროექტი განხორციელდება

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში ხარაგაულში 164 პროექტი განხორციელდება

ხარაგაულის მერმა კობა ლურსმანაშვილმა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილა.

საუბარი შეეხო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს - მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, რომელიც 44 400 ლარს შეადგენს, პროგრამის ფარგლებში, 164 პროექტი განხორციელდება. 

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო სოფელ ხევში საბავშვო ბაღის მშენებლობის მიმდინარეობას და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აგრეთვე, ხაზი გაესვა მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის მნიშვნელობას მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელ პროექტებში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის მიმართულებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ხარაგაულის მერმა საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატში კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu