რეკლამა

პარლამენტთან მოშიმშილე შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა

პარლამენტთან მოშიმშილე შუქრუთის მოსახლეობამ შიმშილობა შეწყვიტა

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობამ თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე შიმშილობის აქცია შეწყვიტა. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ შუქრუთელებმა პროტესტის უკიდურესი ფორმა შეწყვიტეს.

პროტესტის ორგანიზატორებმა აღნიშული გადაწყვეტილება დღეს, სახელმწიფოს ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც მედიატორის რანგში დეპუტატი რატი იონათამიშვილი და კომპანიის წარმომადგენელი დაესწრნენ.

შევთანხმდით, რომ  მედიატორის მონაწილეობით მორიგი სამმხრივი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.

შეხვედრის მიზანი პრობლემური საკითხის საბოლოოდ გადაწყვეტა და პროტესტის დასრულებაა.

საკითხის კონსტრუქტიულ რეჟიმში, მოლაპარაკების გზით განხილვა ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტს პროტესტის დაწყების პირველივე დღიდან წარმოადგენდა,"-აცხადებენ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი"-ში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები