TOPNEWS » მთავარი თემა » საქართველოში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა
საქართველოში რეკორდული რაოდენობის ყურძენი გადამუშავდა
რთველი 2025-ის ფარგლებში, რეკორდული რაოდენობის, 336 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ქვეყნის მასშტაბით მოსავალი 22 ათასამდე მევენახე ფერმერმა დააბინავა. მევენახეების შემოსავალმა 475 მლნ ლარს მიაღწია. ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩართული იყო 500-ზე მეტი ღვინის საწარმო.
საქართველოს მასშტაბით ყურძნის მოსავალი სრულად დაბინავებულია, გარდა ლეჩხუმის რეგიონისა, სადაც რთველი უახლოეს დღეებში დასრულდება.
გადამუშავებული ყურძნიდან უდიდესი წილი, 327 ათასამდე ტონა, კახეთზე მოდის, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 432 მლნ ლარს მიაღწია.

















